logo_geo
მაიკლ ჯექსონის როლს ბიოგრაფიულ ფილმში მისი ძმისშვილი შეასრულებს
- +

31 იანვარი. 2023. 16:11

 

 

მაიკლ ჯექსონის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს პოპის მეფის 26 წლის ძმისშვილი - ჯაფარ ჯექსონი შეასრულებს. ამის შესახებ Deadline წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ჯაფარი მაიკლის უფროსი ძმის, ჯერმეინის შვილია. ის 12 წლიდან მღერის და ცეკვავს. ჯაფარმა სოცქსელებში უკვე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ბიძის ცნობილ პოზაში დგას.

 

 

big_banner
არქივი