logo_geo
ბროდვეიზე „ლა-ლა ლენდის“ მიხედვით მიუზიკლს დადგამენ
- +

9 თებერვალი. 2023. 13:35

 

 

ბროდვეიზე დემიენ შაზელის ფილმის „ლა-ლა ლენდი“ მიხედვით მიუზიკლს დადგამენ. ამის შესახებ Variety წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ფილმის თეატრალური ვერსიის რეჟისორი „ტონის“ ლაურეატი ბარტლეტ შერი იქნება. მიუზიკლზე ასევე იმუშავებს სურათის პროდიუსერი მარკ პლატი.

 

ბროდვეის მიუზიკლში სპეციალურად „ლა-ლა ლენდისთვის“ დაწერილი კომპოზიციები გაჟღერდება. მათ შორის - City of Stars, Another Day of Sun და Audition (Fools Who Dream). ამ ეტაპზე უცნობია ვინ ითამაშებს მიუზიკლში.

 

„ლა-ლა ლენდი“ ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. მთავარი როლები ფილმში რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა შეასრულებს. ფილმმა 6 „ოსკარი“ მიიღო.

 

 

big_banner
არქივი