logo_geo
ამერიკელი მსახიობი რაქელ უელჩი გარდაიცვალა
- +

16 თებერვალი. 2023. 10:53

 

 

ამერიკელი მსახიობი და მოდელი რაქელ უელჩი 82 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობი საკუთარ სახლში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

 

უელჩი ითვლება მსახიობად, რომელმაც თანამედროვე მძაფრსიუჟეტიანი ფილმებში მდედრობითი სქესის პერსონაჟებს გაუხსნა გზა. ის საერთაშორისო სექს-სიმბოლო 1960-იან წლებში გახდა, 1966 წლის ფილმში „ჩვენ წელთაღრიცხვამდე მილიონი წლით ადრე“ შესრულებული როლის შემდეგ. 1974 წელს მან „ოქროს გლობუსი“ მიიღო ფილმში „სამი მუშკეტერი“ შესრულებული როლისთვის.

 

 

big_banner
არქივი