logo_geo
ტეილორ სვიფტმა მსოფლიო ტური 3-საათიანი კონცერტით გახსნა
- +

20 მარტი. 2023. 00:05

 

 

ამერიკელმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა თავისი მეექვსე მსოფლიო ტური „ერები“ დაიწყო. ამის შესახებ BBC იტყობინება.

 

გამოცემის ცნობით, ტურის პირველი კონცერტი, გლენდელში, არიზონაში გაიმართა. შოუ 3 საათისა და 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მომღერლის კარიერის სხვადასხვა ერაში მოგზაურობას წარმოადგენდა. სვიფტმა შეასრულა ყველა თავისი ცნობილი ჰიტი - ჯამში 44 სიმღერა. კონცერტს 80 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

 

ტურის ამერიკული ნაწილი 9 აგვისტოს, ინგლვუდში დასრულდება.

 

 

big_banner
არქივი