logo_geo
The Weeknd გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შემსრულებელი
- +

26 მარტი. 2023. 20:11

 

 

გინესის რეკორდების წიგნმა კანადელი მომღერალი The Weeknd პლანეტის ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად აღიარა.

 

33 წლის მუსიკოსმა ეს წოდება ორი სერიოზული რეკორდის დამყარების შემდეგ მიიღო: ის პირველი მუსიკოსი გახდა, რომელსაც Spotify-ზე თვეში 100 მილიონზე მეტი მსმენელი ჰყავს, ამასთან The Weeknd-ს ამ პლატფორმაზე რეკორდული რაოდენობის მსმენელი ჰყავს - 111,4 მილიონი.

 

2020 წელს გამოსული მუსიკოსის ჰიტი Blinding Lights Spotify-ზე ყველაზე მოსმენად კომპოზიციად რჩება.

 

 

big_banner
არქივი