logo_geo
რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი“ Sheffield Doc/Fest-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
- +

14 ივნისი. 2017. 22:03


 

რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი" Sheffield Doc/Fest-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ფილმს სექციის Art Doc მთავარი ჯილდო გადაეცა.


ფილმი „მზის ქალაქი" პოსტ-აპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით - მანგანუმის შახტით იყო ცნობილი.


რატი ონელის „მზის ქალაქი"ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას, მათ ოცნებებსა და ბედს ეხება


ფილმის გადაღებები ჭიათურაში მიმდინარეობდა, მთავარი გმირები კი თავად ქალაქი და მისი მაცხოვრებლები არიან. პროექტმა „მზის ქალაქი" ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი და სტულმეტრაჟიანი დოკუმენტრური ფილმების წარმოების კონკურსში გამარჯვებულია.ფილმის სცენარის ავტორები რატი ონიანი და დეა კულუმბეგაშვილი. არიან გადაღებებზე მუშაობა კინოსტუდია OFA-მ საქართველოს, ჰოლანდიის, აშშ-ისა და კატარის კოპროდუქციაში 2013 წელს დაიწყო.


ფილმში მონაწილეობენ ზურა გელაშვილი, არჩილ ხვედელიძე, ირინა ფხალაძე და მარიამ ფხალაძე. ფილმის პრემიერა 2017 წლის თებერვალში, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.


ფილმს რამდენიმე ჯილოდ აქვს მიღებული: პრიზი საუკეთესო ფილმისთვის ამსტერდამში, დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი 2016 წელს.


2017 წლის აპრილში „მზის ქალაქმა" ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვისბანდში (გერმანია) კულტურული მრავალფეროვნების ფედერალური უწყების პრიზი მიიღო. „მზის ქალაქი" რატი ონელის სადებიუტო ნამუშევარია.



 

.

big_banner
არქივი