logo_geo
სალმან რუშდი თავდასხმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა
- +

21 მაისი. 2023. 21:45

 

 

75 წლის ბრიტანელი მწერალი სალმა რუშდი შარშან მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ამის შესახებ Yahoo წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, რუშდი ნიუ-იორკში მწერალთა ასოციაციის PEN America ღონისძიებას დაესწრო, სადაც მას გადასცეს ჯილდო „მამაცობისთვის“. სიტყვით გამოსვლისას მწერალმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მის გადარჩენაში მონაწილეობდა და შეკრებილებს სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდა.

 

„ტერორიზმმა არ უნდა დაგვატეროროს. ძალადობამ არ უნდა შეგვაკავოს. ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა მან.

 

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში, 2022 წლის 12 აგვისტოს დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად მან ცალ თვალში მხედველობა დაკარგა, ჰქონდა 3 სერიოზული ჭრილობა კისრის არეში და კიდევ 15-მდე მკერდის არეში.

 

ნიუ-იორკის შტატის პოლიციის ინფორმაციით, რუშდის ნიუ-ჯერსის ქალაქ ფეირვიუს 24 წლის მკვიდრი ჰადი მატარი დაესხა თავს.

 

 

big_banner
არქივი