logo_geo
ირაკლი კობახიძე: მელიამ რომ ცალკე პარტია ჩამოაყალიბოს, 1%-ს აიღებს და ეს 1% დაეკარგება „ნაცმოძრაობას“ - რა თქმა უნდა, მათ თითოეული პროცენტი ენანებათ, ისედაც ბევრი დაკარგეს ამ ბოლო პერიოდში
- +

24 ნოემბერი. 2023. 17:43

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირება, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

საშველს ვერ აყენებენ ხაბეიშვილი-მელიას დაპირისპირებისა და კონფლიქტის საქმეს. იმედია, ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მაგრამ ეს ჩვენთვის საინტერესო არაა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს კონფლიქტი, მით უკეთესი ჩვენთვის. უკვე საკმაოდ დიდხანს გრძელდება და იმედია, კიდევ უფრო მეტად გააღრმავებენ ამ შიდა დაპირისპირებასა და კინკლაობას. საბოლოო ჯამში, ეს კარგია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მყარად დავასრულოთ 2024 წლის არჩევნები. მელია რომ ცალკე გავიდეს და პარტია ჩამოაყალიბოს, 1%-აიღებს და ეს 1% დაეკარგება „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, მათ თითოეული პროცენტი ენანებათ, ისედაც ბევრი დაკარგეს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ამიტომ ცოტა ენანებათ, მაგრამ შიგნითაც ვერ ტოვებენ მელიას, ეს მათი საქმეა“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

23 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა. ერთობის მანიფესტის შექმნის მიზნებზე საუბრისას „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ მანიფესტი ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძისა და ნუგზარ წიკლაურის პარტიიდან ჩამოსაშორებლად გაკეთდა.

 

 

big_banner
არქივი