logo_geo
ირაკლი კობახიძე: ყველა ის პირადობის მოწმობა, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული იურიდიულ ძალას დაკარგავს
- +

24 ნოემბერი. 2023. 17:52

 

 

„ყველა ის პირადობის მოწმობა, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული იურიდიულ ძალას დაკარგავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, ვისაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები, თუმცა, ასეთი პირადობების რაოდენობა დავა მინიმუმამდე. მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება, მეტი არა. გამომდინარე იქიდან, რაზეც დღეს შევჯერდით, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული. ანუ, იქამდე გაცემული, ვიდრე ჩიპიანი პირადობის მოწმობები ამოქმედდებოდა. შესაბამისად, ყველა ასეთ ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ექნება არა ელექტრონული პირადობის მოწმობები იქნება მაქსიმუმ, 500-1000 კაცი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი