logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას
- +

24 ნოემბერი. 2023. 18:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

 

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.

 

 

საპატიო სტუმრის რანგში მქონდა სიტყვით გამოსვლის პატივი გაერთიანებული ერების მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული პროგრამის სამიტზე, რომელშიც რეგიონის სახელმწიფოთა მეთაურები იღებდნენ მონაწილეობას.

 

 

ხსენებული პლატფორმა მნიშვნელოვანია ცენტრალური აზიის ქვეყნებში დარგთაშორისი თანამშრომლობისთვის.

 

 

საქართველო ერთგულია მშვიდობის, ურთიერთკავშირებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით ამ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ერთად აქტიური ჩართულობის იდეისადმი”, - აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

big_banner
არქივი