logo_geo
ბექა ოდიშარია რადიკალური ოპოზიციაზე: მიიღონ მონაწილეობა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში. სხვა შემთხვევაში, ეს მათთვის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იქნება, რომ მავნებლები არიან
- +

25 ნოემბერი. 2023. 15:18

"მიიღონ მონაწილეობა ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში. სხვა შემთხვევაში, ეს მათთვის კიდევ ერთხელ ლუსტრაცია იქნება, რომ მავნებლები არიან და აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალს," - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში რადიკალური ოპოზიციის ჩართულობის იმედი არ აქვთ.

 

 

„ბოიკოტირებენ, რადგან მავნებლები არიან. მა აქვთ მხოლოდ ერთი სურვილი, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. იგივე იქნება 9 დათქმის შემთხვევაშიც. პროცესი დაწყებულია, ძალიან ფართოდ გაღებული კარით დაიწყო და ამით ეს პროცესი გახსნილია. ეს მუშა პროცესი მუდმივად ტრანსფარენტული იქნება ოპოზიციისთვის, რაშიც მათ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ოდიშარიამ.

 

 

9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა საბოლოო სახეს ორშაბათს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, შემუშავებული იქნება ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ოპოზიციის ჩართულობის იმედი კვლავ არ აქვს.

big_banner
არქივი