logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საამისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს
- +

25 ნოემბერი. 2023. 18:41

"სრულფასოვნად უნდა იმუშაოს განსაკუთრებით ამ 9 მიმართულებით დემოკრატიამ საქართველოში, მათ შორის საგნობრივმა დისკუსიებმა ცხრავე საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის," - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

 

„თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ არ არის განწყობილი საამისოდ, რომ კონსტრუქციული როლი ითამაშოს, თუნდაც უმწვავესი კრიტიკით, ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით. მათთვის ახლა კვლავ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შეეშალოს პროცესების წარმატებულად დასრულებას და სურთ ეს მთავრობის წარმატებად არ იყოს აღქმული“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

9 ევროპული დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა საბოლოო სახეს ორშაბათს მიიღებს. დოკუმენტის მიხედვით, შემუშავებული იქნება ის ფორმატები, რაც პოლიტიკურ პარტიებსა და არა სამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს. „ქართულ ოცნებას“ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე, ოპოზიციის ჩართულობის იმედი კვლავ არ აქვს.

big_banner
არქივი