logo_geo
ია მეტრეველი: წლების განმავლობაში თვალში ნაცარს აყრიდა საზოგადოებას... როგორ ბედავს ამდენს?!
- +

7 ივლისი. 2017. 15:17



მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი „მარშალპრესთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ დედაქალაქის მერის არჩევნებზე ის „ქართული ოცნების" კანდიდატ კახა კალაძეს დაუჭერს მხარს. მეტრეველი თვლის, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან არავინ იმსახურებს თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვებას, გარდა ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა. როგორც მეტრეველი ამბობს, კალაძემ იცის შრომის ფასი და თბილის მერის პოსტს თავს წარმატებულად გაართმევს.


„წარმოდგენილი კანდიდატებიდან ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ყველა, გარდა კახკალაძისა. დანარჩენები საერთოდ რა შუაში არიან?! რატომ აქვთ ამხელა ამბიცია, რომ გაბედეს და კენჭს იყრიან დედაქალაქის მერის არჩვენებზე?! უდუმაშვილი, რომელიც ამდენი წლების განმავლობაში თვალში ნაცარს აყრიდა საზოგადოებას და ემსახურებოდა სააკაშვილის საშინელ მანქანას. „რუსთავი 2" -ის წყალობით მოხდა ის საშინელებები, რაც მოხდა, სააკაშვილმა რაც  შეძლო ეს იყო მათი დამსახურება. და ეს პიროვნება, ზაალ უდუმაშვილი როგორ ბედავს ამდენს?! შეურაცხყოფას გვაყენებენ საზოგადოებას. ეს კანდიდატები ჩემთვის საერთოდ მიუღებლები არიან. რაც შეეხება კახ კალაძეს „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს, მე ამ პიროვნებაზე ნამდვილად კარგის მეტი არაფერი მეთქმის. პირველ რიგში, ადამიანის შრომას ვცემ პატივს, ამ ადამიანმა თავის შრომით მიაღწია ამხელა წარმატებას და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამ ახალგაზრდა ადამიანს ვცემ ძალიან დიდ პატივს, რადგან თავდაუზოგავი შრომის გარეშე, ვერ მიაღწევდა ასეთ წარმატებას. ძალიან გონიერი ადამიანია, საკუთარ თავზე ძალიან ბევრი იმუშავა და წინ წავიდა. იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ადამიანი, რომელმაც შრომის ფასი იცის, დედაქალაქის მერის პოსტს გაართმევს თავს. რა თქმა უნდა, დღევანდელი კანდიდატებიდან ჩემთვის კახ არის მისაღები და მას დავუჭერ მხარს", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი