logo_geo
ია მეტრეველი ბიძინა ივანიშვილზე: ადამიანმა მოგვიტანა თავისუფლება და ახლა საკუთარ თავებს თავად უნდა მივხედოთ!
- +

7 ივლისი. 2017. 15:40



ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა,  საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა:


ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერაც შევხვდი, დავინახე რომ ძალიან უშუალო ადამიანია, არანაირი ამპარტავნობა, ძალიან თბილი და მორიდებულია. მის ოჯახსაც ეტყობა ეს ყველაფერი, მეუღლეს და შვილებს, ამიტომ ვცემ მას დიდ პატივს. თავის მხარეში საჩხერეში რაც გააკეთა, ერთი ჰკითხეთ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ბედნიერი არიან. ბატონი ბიძინას წინააღმდეგ იმდენი სიბინძურე იწერება, რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. მინდა საზოგადოეაბას შევახსენო, რომ არ უნდა დაივიწყონ ამხელა სიკეთე. ბატონი ბიძინა ვერ ჩამოივლიდა და ჯიბეში ფულს ვერ ჩაუდებდა ყველას. ამ კაცმა განგვათავისუფლა იმ ჯოჯოხეთისგან და ახლა რაღა უნდათ ამ კაცისგან ვერ გავიგე.... ადამიანმა მოგვიტანა ამხელა თავისუფლება და ახლა საკუთარ თავებს თავად უნდა მივხედოთ", - განაცხადა ია მეტრეველმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი