logo_geo
თამუნა ლეფსვერიძე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოებაზე: იცნობენ თუ არა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეს? იციან, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მათ მიერ შერჩეული ჟურნალისტი „იმედის“ დარბევის დროს?
- +

26 ნოემბერი. 2023. 21:23

 

 

საინფორმაციო სააგენტო ipress.ge-ს რედაქტორმა, თამუნა ლეფსვერიძემ ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მიერ ნიკა გვარამიას დაჯილდოების საკითხზე „იმედის კვირასთან“ ისაუბრა:

 

„მე მაქვს კითხვები ამ ორგანიზაციასთან, იცნობენ თუ არა საქართველოს უახლოეს ისტორიას. უბრალოდ დაეგუგლათ დაკავებული ჟურნალისტები საქართველოში და უამრავი სტატია ამოვარდებოდა ამ თემაზე; იცნობენ თუ არა ტელეკომპანია „იმედის“ საქმეს, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მათ მიერ შერჩეული ჟურნალისტი ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის დროს; იცნობენ თუ არა, ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს. ძალიან საინტერესო იქნება რაიმე სახის პასუხები მივიღოთ ამ ორგანიზაციისგან. როდესაც ერთ პერსონას აიგივებ მთელი ქვეყნის მედიათავისუფლებისა და მედიადამოუკიდებლობის ამბავთან, მინიმუმ უნდა გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც გაწვდიან“, - აცხადებს ლეფსვერიძე.

 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა.

 

 

big_banner
არქივი