logo_geo
პეტრე მამრაძე: თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე
- +

27 ნოემბერი. 2023. 00:26

 

“ეს ხელისუფლებამ შეძლო - თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე. თურმე, ეს არის სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით და დაიწყეს საუბარი, რომ შარშან დიდი უსამართლობა მოხდა”, - ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ დადებით რეკომენდაციაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ისტორიას არ ახსოვს, რომ ქვეყანაზე გაიცეს დადებითი რეკომენდაცია და შემდეგ მან სტატუსი ვერ მიიღოს.

 

მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიცია კი საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა, თუ ქვეყანა დადებით რეკომენდაციას არ მიიღებდა.

 

„ასე ეგონათ, ამით ისარგებლებდნენ და ამ ტალღაზე შევარდებოდნენ პარლამენტში. იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები, არეულობა და ასე შემდეგ, აი, ეს გაქრა. გასკდა, როგორც საპნის ბუშტი“, - განაცხადა მამრაძემ.

 

მისივე თქმით, ევროპარლამენტში მომუშავე სპეციალისტებისგან, ექსპერტებისგან მისთვის ცნობილია, რომ იქ საქართველოზე უკვე განსხვავებული აზრი დამკვიდრდა.

 

„ეს ხელისუფლებამ შეძლო - თანდათან დამკვიდრდა ერთგვარი ახალი ამბავი ევროპისთვის, მთლიანად დასავლეთისთვის, რომ საქართველო არ ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცხოვრობს გრანტიდან გრანტის მიღებამდე. რაკი გრანტი აღებულია, უნდა შესრულდეს ყველა პუნქტი, თორემ ამის გარეშე გრანტი არ მიიღება და უნდა დაიხურო. თურმე, ეს არის სახელმწიფო, თავისი ეროვნული ინტერესებით და ღიად, საჯაროდ, დაიწყეს საუბარი, რომ შარშან დიდი უსამართლობა მოხდა.

 

კიდევ რომ არ მოეცათ სტატუსი, ჩვენი ეროვნული მთავრობა იტყოდა, რაოდენ დასანანია, რომ ისევ არაობიექტურობის გამო მოხდა - ამანაც იმუშავა და სურათი თვისობრივად შეიცვალა“, - აღნიშნა მამრაძემ.

 

 

big_banner
არქივი