logo_geo
მიხეილ სარჯველაძე: თუ ოპოზიცია შეძლებს, გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ, შესაძლებელი იქნება, მათივე სასიკეთოდ შემობრუნდეს
- +

27 ნოემბერი. 2023. 11:46

 

 

„თუ ოპოზიცია შეძლებს, გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ, შესაძლებელი იქნება, მათივე სასიკეთოდ შემობრუნდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„მომენტალურად დავიწყებთ მუშაობას თითოეულ იმ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც იქნება მონიშნული ამ სამოქმედო გეგმაში, როგორც კომპონენტი, სადაც ასახული იქნება, რაზე როგორ ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ პროცესი იყოს ინკლუზიური, არსებობდეს ამის შესაძლებლობა, განხორციელდეს ქვეყნისთვის აუცილებელი რეფორმები.

 

თუ ოპოზიცია გამონახავს საკუთარ თავში ძალას, რომ წინა წელს დაშვებული შეცდომები აღიაროს და ახლა გადადგეს კონსტრუქციულობის რელსებზე, ბევრი რამ, შესაძლებელი იქნება, მათივე სასიკეთოდ შემობრუნდეს. თუ ეს ასე არ იქნება, ქვეყანაში ეს რეფორმები მაინც განხორციელდება“, - აცხადებს სარჯველაძე.

 

 

big_banner
არქივი