logo_geo
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს, ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ
- +

27 ნოემბერი. 2023. 21:41

"ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს. ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას, ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, ნუ შეეცდებიან მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ნუ შეეცდებიან ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ რაღაც ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა მის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

 

 

მისი თქმით, მთავრობა აღნიშნულ გეგმას ჯერ ევროპელ პარტნიორებს გაუზიარებს.

 

 

„ორ-სამ დღეში ცნობილი გახდება ამ გეგმის შესახებ. ჩვენ ჯერ გავუზიარებთ ევროპელ პარტნიორებს და ამის შემდეგ მთავრობა გაასაჯაროებს. ეს უფრო მთავრობის ნაწილი და მისი უფლებამოსილებაა, რადგან მთავრობასთან არსებულია უწყებათაშორისი კომისია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წარმომადგენლებიც იღებდნენ ამაში მონაწილეობას, ის უფრო მთავრობის უფლებამოსილებაა და გასაჯაროებაც მათი მხრიდან მოხდება. რა ვადებია, როგორ, რა გზით და ა.შ. ერთად გახდება ცნობილი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას რეკომენდაციების შესრულების პროცესში, მამუკა მდინარაძის თქმით, კარგი იქნება, თუ ისინი ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლებას დაეხმარებიან, თუმცა, თუ ამას არ გააკეთებენ, ხელისუფლებას ხელს მაინც ნუ შეუშლიან.

 

 

„ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს. ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას, ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, ნუ შეეცდებიან მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ნუ შეეცდებიან ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ რაღაც ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა მის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს. ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, ნუ შეეცდებიან კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუ მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ. უბრალოდ გაჩერდნენ, ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი არ მაქვს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

big_banner
არქივი