logo_geo
გიორგი ვოლსკი: ნაცმოძრაობა მოქმედებს რევოლუციური კომიტეტის მუშაობის რეჟიმში
- +

28 ნოემბერი. 2023. 14:30

 

 

“ნაცმოძრაობა მოქმედებს რევოლუციური კომიტეტის მუშაობის რეჟიმში და ზუსტად ისეთი წესებია, როგორიც რევოლუციურ კომიტეტს დაამშვენებდა ნებისმიერ ვითარებაში, რასაც ჰქვია მართვის უზურპაცია, ხელიუსფლებისკენ სწრაფვის არაჯანაღი გეგმები და განცხადებები და არამარტო განცხადებები, კონკრეტული საქციელი”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ნებისმიერ გარიცხვასთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში კი არ უნდა აწერდეს პარტიის ხელმძღვანელი რაღაც გაუგებარ წერილს ხელს, არამედ, საბჭო უნდა იკრიბებოდეს, სტრუქტურა უნდა მსჯელობდეს პარტიის მომავალზე, პროგრამაზე, შემადგენლბოაზე. ის საერთოდ არალეგიტიმური ადამიანია ამ პარტიაში და არანაირ იერარქიაში, არანაირი ადგილის არ მქონდე სააკაშვილი კიდევ რაღაც მემორანდუმებს აქვეყნებს, რომელსაც ვალდებულება ჰქონია პარტიის ყველა წევრს, რომ მოაწეროს ხელი. პარტია მოქმედებს რევოლუციური კომიტეტის მუშაობის რეჟიმში და ზუსტად ისეთი წესებია, როგორიც რევოლუციურ კომიტეტს დაამშვენებდა ნებისმიერ ვითარებაში, რასაც ჰქვია მართვის უზურპაცია, ხელიუსფლებისკენ სწრაფვის არაჯანაღი გეგმები და განცხადებები და არამარტო განცხადებები, კონკრეტული საქციელი. დროთა განმავლობაში, ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოვიდა, არცევნებამდე ბევრი დრო არ დარჩა, საზოგადოებისთვის საკმარისი ინფორმაცია არსებობს, თუ როგორ უნდა გდაწყვიტონ თავისი პოლიტიკური ხედვა, რას უნდა დაუკავშირონ, სტაბილურობას თუ ამ არეულობას, რომელსაც ნაცმოძრაობა ისეთივეს გვიქადის, როგორიც ახლა თვითონ შემადგენლობაში გააჩნია” - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი