logo_geo
გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე: ბოიკოტი არის მათი მთავარი რესურსი, რითიც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე
- +

28 ნოემბერი. 2023. 14:41

 

 

ბოიკოტი არის მათი მთავარი რესურსი, რითიც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ის პერსპექტივაში ვერ ხედავს ოპოზიციის მონაწილეობას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მე ყოველთვის მქონდა პესიმისტური დამოკიდებულება რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის თაობაზე და პრინციპში, არცერთხელ არ შევმცდარვართ. ვინაიდან დეპოლარიზაცია არ არის მათი ამოცანა, დესტაბილიზაციის გეგმა, სტრატეგია არ იცვლება და მუდმივად ეს საკითხი ტრიალებს განხილვის საგნად ამ პოლიტიკურ სპექტრში - ვინ უფრო მეტი დამაზიანებელი რესურსის მატარებელია. რევოლუციური კომიტეტი ჩამოყალიბდა პრაქტიკულად ნაცმოძრაობის ბაზაზე. არსებობს კიდევ რაღაც დეკლარაცია, სამართლებრივად გაუმართავი და მიუღებელი და ეს არის მთავარი მიმართულება: სააკაშვილი, დესტაბილიზაცია, ხელისუფლებაში მოსვლა, არჩევნების ბოიკოტი და ა.შ. ბოიკოტი არის მთავარი ამოცანა. პერსპექტივაში, ვერ ვხედავ მათ მონაწილეობას. შესაძლოა, დასაშვებია, რომ ფორმალურად, პოლიტიკურ სპეკულაციებში გამოსაყენებლად, სამუშაო ჯგუფებს შეურთდნენ, კომიტეტებზეც იაქტიურონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ბოიკოტი არის მათი მთავარი რესურსი, რითიც ინარჩუნებენ თავს პოლიტიკურ ასპარეზზე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი