logo_geo
ირაკლი კობახიძე: დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა უკვე გაიგზავნა ევროკომისიაში
- +

28 ნოემბერი. 2023. 12:50

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით დეოლიგარქიზაციის კანონის შესაბამისი სამოქმედო გეგმა ევროკომისიაში უკვე გაიგზავნა.

 

მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან.

 

„[დეოლიგარქიზაციის] სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, თავად ეს დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს. თითოეული პუნქტი არის გაწერილი სწორედ ამ სულისკვეთებით და მითითებულია თითოეულ შემთხვევაში, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით, უზრუნველყოფილი იქნება როგორც საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა. არაერთგზის შესაბამისი საჯარო შეთავაზებაც გავაკეთეთ, როგორც პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. ვნახოთ როგორ იქნება რეალური ჩართულობა. თქვენ ნახეთ, რომ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა, თუ არ ჩაერთვებიან არც ამ 9 პუნქტის შესრულებაში. მაინც წაიწევს ჩვენი ქვეყანა წინ, თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ყველა სუბიექტი გაჰყვება ევროკავშირის მოთხოვნას და ჩაერთვება იმ პროცესებში, რომლებიც არის დაკავშირებული სწორედ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულებასთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი