logo_geo
ირაკლი კობახიძე: ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად
- +

28 ნოემბერი. 2023. 15:33

 

 

ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ სალომე ზურაბიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების გაცხოველებული შეხვედრები. ძალიან საცოდავი სანახავები იყვნენ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობასთან“ ერთად და „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან ერთად. მართლა საცოდაობაა ღირსებაზე უარის თქმა ასეთი ფორმით და ამ მასშტაბით მართლა წარმოუდგენელია. სალომე ზურაბიშვილისგანაც კი გამიკვირდა, რომ ასე შეძლო საკუთარი ღირსების დათმობა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მმართველი პარტიის ლიდერი გამოეხმაურა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეთ.

 

უზრუნველყოფილია საარჩევნო უბნების გახსნა სხვადასხვა ქვეყანაში. ამისთვის გამოიყენება საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. ბუნებრივია ამ რეჟიმში ჩატარდება საარჩევნო პროცესი. ყველას ექნება იმის საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. აქაც, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კამპანიაში, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიზნებს ისახავს. საარჩევნო პროცესი იქნება სათანადოდ წარმართული ჩვენს ქვეყანაში და ამაზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ირებს ხელისუფლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი