logo_geo
ალუდა ღუდუშაური: ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე
- +

29 ნოემბერი. 2023. 00:27

"თითოეულ ადამიანს კარგად უნდა ესმოდეს, რომ პედაგოგობა, მით უმეტეს, დირექტორობა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობის ტარება, რასაც ჰქვია ჩვენი შვილების მომავალი. ჩვენი ქვეყნის სიძლიერე გადის სწორედ მომავალი თაობისთვის სწორი და ხარისხიანი განათლების მიღებაზე," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიში მოისმინეს.

 

 

ალუდა ღუდუშაურის თქმით, ის რეფორმები, რომელზეც დღეს მინისტრმა ისაუბრა, რევოლუციური და შთამბეჭდავია.

 



„ჩვენი ქვეყნის სიძლიერე არის მართლაც იმ მომავალზე, რასაც ჰქვია ხარისხიანი განათლება. მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს და პრემიერ-მინისტრს იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩვენი პედაგოგებისთვის. თუმცა, მათთვის ადეკვატური და გნებავთ სამართლიანი ანაზღაურება ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება, სადაც ადამიანებს უწევთ უაღრესად დიდი შრომის ჩადება, ვერასოდეს იქნება ჩვენი პედაგოგების ამაგი დაფასებული სამართლიანად ხელფასში გამოხატული. ეს არის სტატუსი და ამ სტატუსიდან და პატივიდან გამომდინარე, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ღირსეული წევრები, რომლებიც ქმნიან ქვეყნის მომავლისთვის იმ საფუძველს, რაზეც დგას ნებისმიერი ნორმალური, ძლიერი სახელმწიფო“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

big_banner
არქივი