logo_geo
გურამ მაჭარაშვილი: ის სისტემა, რაც თვითონ შექმნეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ჭამს "ნაციონალურ მოხრაობას"
- +

29 ნოემბერი. 2023. 10:15

 

 

კარგი პროცესი გრძელდება ნაცმოძრაობაში. ის სისტემა, რაც თვითონ შექმნეს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა ჭამს "ნაციონალურ მოხრაობას" - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

"სავარაუდოდ, 2024 წლის არჩევნებისთვის ან მივლენ და ან არა. თუ მივიდნენ, ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ ოპოზიციაში აღარ იყვნენ ის არაჯანსაღი ძალები, ვინც არიან ნაცმოძრაობაში.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში თუნდაც ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე ხაბეიშვილი ცუდ დღეშია. 1 წელიც არაა გასული, რაც გაამარჯვებინეს და უკვე გადადგომას უპირებენ. ეს არის მათი სტილი. ვერავინ ვერ გადააყენა რადიკალურმა ოპოზიციამ. ყოველ წელს გვიანონსებდნენ რიგგარეშე არჩევნებს, რევოლუციას, არეულობას და ეს ყველაფერი საკუთარ პარტიაში მიიღეს" - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კრიზისის ახალი ტალღა ნახმოძრაობაში - ამჯერად, პარტიის თავმჯდომარეს საკრებულოები აუჯანყდნენ. პარტიის წევრები რეგიონებიდან, ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ. ხაბეიშვილის ფლანგი ფიქრობს, რომ თავმჯდომარის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის უკან, ნიკა მელიას შტაბის წევრები დგანან. მელიას ფლანგში კი აცხადებენ, რომ ხაბეიშვილმა პარტიაში შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამ ყველაფრის ფონზე, კვლავ გაურკვეველი რჩება პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის საკითხი.

 

 

big_banner
არქივი