logo_geo
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ბრძოლა წააგო, რომლის მიზანიც იყო საქართველოს მიერ სტატუსის არმიღება
- +

29 ნოემბერი. 2023. 14:23

 

 

ოპოზიციამ ბრძოლა წააგო, რომლის მიზანიც იყო საქართველოს მიერ სტატუსის არმიღება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.

 

გახსოვთ, რომ ერთპარტიულად უზრუნველვყავით სტატუსის მიღება. ახლა მზაობას გამოხატავენ. სამუშაო პროცესის წარმართვისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. სამოქმედო გეგმა დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, წესით, დღეს გამოქვეყნდება. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული უშუალოდ ვიყავით, რადგან არაერთი პუნქტი საპარლამენტო დღის წესრიგს უკავშირდება. ეს არის სასამართლო საკითხები და ასევე საკითხები, რომელიც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას უკავშირდება, რაც პარლამენტის საქმეა. არის საკითხები, რაზეც მეტწილად მთავრობამ უნდა იმუშაოს.

 

მარტივი, მაგრამ ამავე დროს კომპლექსური სამოქმედო გეგმაა, რომელიც ძალიან დეტალიზებულია. ისეთივე დეტალიზებული, როგორიც 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით იყო. კერძოდ, აქ არის გაწერილი როგორც კონკრეტული ღონისძიებები, რაც უნდა განხორციელდეს, ასევე გაწერილია პასუხისმგებელი სუბიექტები და ვადები. რაც შეეხება პუნქტებს, თითოეულ პუნქტზე არის ერთი-ორი და ზოგან სამი ღონისძიება დაგეგმილი. რაც შეეხება ფორმატებს, როცა სამოქმედო გეგმა საუბრობს სასამართლო კანონმდებლობაზე, პირდაპირ არის მითითებული, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება, სადაც ყველა საპარლამენტო პარტია და სამოქალაქო სექტორი იქნება ჩართული. მსგავსი მითითება მოცემულია სხვა პუნქტებზე. შესაბამისად, ინკლუზიურობა ჩადებულია უშუალოდ სამოქმედო გეგმაში. არის გარკვეული საკითხები, რაზეც მთავრობამ უნდა იმუშაოს და მთავრობა უზრუნველყოფს ინკლუზიურობას. სადაც არის საპარლამენტო ფორმატები შესაქმნელი, აქ იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი