logo_geo
პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
- +

29 ნოემბერი. 2023. 22:32

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.

 

 

კანონპროექტით იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები და აღნიშნული სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება - „კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“.

 

 

ცვლილებით, ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

 

ცვლილება ძალაში შევა 2024 წლის 1 იანვრიდან. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილება უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს.

big_banner
არქივი