logo_geo
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა
- +

30 ნოემბერი. 2023. 00:31

"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბათუმს პირველად ექნება განაშენიანების გენერალური გეგმა, რომელზეც ბათუმის მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს," - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„ბათუმს ორი მთავარი გამოწვევა აქვს; ერთი არის, რომ შევინარჩუნოთ ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ფასეულია და ამავე დროს ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ე.წ. ავარიული სახლების ჩანაცვლება. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დავიწყეთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტი. ამ მიმართულებით 200 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და შემდეგი სამი წლის განმავლობაში ის 3000 ოჯახი, რომელიც ავარიულ, საშიშ პირობებში ცხოვრობს, ახალი საცხოვრისით იქნება დაკმაყოფილებული“, - განაცხადა რიჟვაძემ.

big_banner
არქივი