logo_geo
ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციას ექნება სურვილი, ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებაში ჩაერთოს, კარი ღიაა
- +

30 ნოემბერი. 2023. 14:33

 

 

„თუ ოპოზიციას ექნება სურვილი, ევროკომისიის 9 პრიორიტეტის შესრულებაში ჩაერთოს, კარი ღიაა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

 

„ჩართულობას რაც შეეხება, ჩვენ ვუთხარით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომ პროცესი ღია იქნება. თუ მათ ექნებათ სურვილი, ჩაერთონ სამუშაო პროცესში, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ხელისუფლება იმ 9 პრიორიტეტზე მუშაობს, რომელიც ევროკომისიამ საქართველოსთვის ჩამოაყალიბა. ხელისუფლების მიერ შექმნილი სამოქმედო გეგმა საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.

 

 

big_banner
არქივი