logo_geo
არჩილ თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის
- +

30 ნოემბერი. 2023. 18:46

 

 

„ბიძინა ივანიშვილი არის იმ ადამიანების მთავარ სიაში, ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა და რომლებმაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს თავისი ქვეყნის პროგრესისთვის და საქართველოს სასარგებლოდ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ქრონიკაში“ Politico-ს მიერ ბიძინა ივანიშვილზე გამოქვეყნებულ სტატიას.

 

„რა სია და რა Politico-ს სტატია სჭირდება, ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დაბრუნდა საქართველოში ევროპული პერსპექტივა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა თავისუფალი არჩევნები, მოქალაქეებს ჯანდაცვა დაუბრუნდათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, თუმცა დღეს ქვეყანას აქვს მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას საქართველოს ევროპული მომავლის, საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა Politico-ს სტატიამ უნდა შეცვალოს ეს ისტორია?!“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

მისი თქმით, ბრალდებები, რომ თითქოს საქართველო დაშორდა ევროპულ ორბიტას და ქვეყანას ევროინტეგრაციაში უკუსვლა აქვს, აბსურდი აღმოჩნდა.

 

„სასაცილო მდგომარეობაში ჩავარდა ის კოლექტიური ნაცმოძრაობა, მათი ლობისტები და მთლიანად ეს ანტიქართული და ანტიევროპული ბანაკი, ვინც ამ წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ საქართველო გაეშავებინათ და როგორმე მოეტყუებინათ საერთაშორისო საზოგადოება, რომ თითქოს ჩვენ ევროპას დავშორდით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი