logo_geo
ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა
- +

30 ნოემბერი. 2023. 21:28

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები.

 

 

ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ასევე საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.

 

 

კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმართ უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა.

 

 

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატებში, მათ შორის ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

big_banner
არქივი