logo_geo
მაია ბითაძე: ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება იწყება, რომელსაც ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია ჰქვია
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:11

"ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება იწყება, რომელსაც ევროკავშირში რეალური ინტეგრაცია ჰქვია და მოლოდინი იმის მიმართ, თუ რა როლი ექნებათ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს, სავარაუდოდ ორად უნდა გავყოთ," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

„საპარლამენტო ოპოზიციაზე თუ ვისაუბრებთ, ვთვლი, რომ უკვე ოპოზიცია აღარ არის და არის რადიკალური წარმონაქმნი, რომელიც მიზანმიმართულად ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. არის მეორე ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად მონაწილეობდა მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ევროკავშირი თურმე იღებს წევრად ისეთი სახელმწიფოს, რომელსაც არ აქვს ევროპული მისწრაფებები და ამით ცდილობენ არა მხოლოდ მეორე მხარე, არამედ მთლიანად პროცესი დააბულინგონ. შეკვეთილი სტატიებით და ინტერვიუებით ისინი ცდილობენ შექმნან პარალელური სამყარო, სადაც ისინი არიან გამარჯვებულები“, -აღნიშნა მაია ბითაძემ.

big_banner
არქივი