logo_geo
მაია ბითაძე: ჩვენ ნათლად ვნახეთ, ევროკავშირმა აღიარა, ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ევროკავშირმა შარშან საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ისინი წელს ცდილობენ ამის გამოსწორებას
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:20

"ჩვენ ნათლად ვნახეთ, ევროკავშირმა, სხვადასხვა სტრუქტურისა და მაღალჩინოსნებით პირით აღიარა, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომ ევროკავშირმა შარშან საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ისინი წელს ცდილობენ ამის გამოსწორებას," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

შესაბამისად, ფუჭია ყველა ის ბოროტი მოწოდება, რომელიც ჩვენი რადიკალი ოპოზიციის მხრიდან მოდის. აბსოლუტურად ფუჭია და ეს შედეგს არ გამოიღებს. შედეგს გამოიღებს ერთადერთი რამ - 9 ნაბიჯის ეფექტიანად შესრულება. ვფიქრობთ და დარწმუნებულები ვართ, რომ იქითა წლიდან უნდა გადავიდეთ შინაარსობრივ საკითხზე“, -აღნიშნა ბითაძემ.

big_banner
არქივი