logo_geo
მაია ბითაძე: ქვეყნის დაზიანების აქტიურმა კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:38

"რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ჩვენი საზოგადოება დაარწმუნოს იმაში, რომ ევროკავშირი თურმე წევრად იღებს ან აპირებს მიიღოს ისეთი სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ევროპული მისწრაფებები, არაფერს აკეთებს. ამით ცდილობენ დააბულინგონ არა მხოლოდ ოპოზიციის მეორე ნაწილი, არამედ მთლიანად პროცესი "- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ქვეყნის დაზიანების აქტიურმა კამპანიამ, რასაც რადიკალური ოპოზიცია სამი წლის განმავლობაში ახორციელებს, საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას.

 

 

„შეკვეთილი სტატიები უცხოურ მედიაში, მათ შორის შეკვეთილი ინტერვიუები უცხოელი პარტნიორებისგან - ისინი ცდილობენ ამით შექმნან რაღაც პარალელური სამყარო, სადაც ისინი არიან გამარჯვებულები. რეალურად ჩვენ რა დავინახეთ ამ პროცესში - ტყუილების კასკადით, რასაც ისინი სამი წლის განმავლობაში აქტიურად ახორციელებენ და ქვეყნის დაზიანების აქტიური კამპანიით, საბოლოოდ თვითდაზიანების აქტიურ ფაზაში არიან გადასულები. რეალურად ამდენმა ტყუილებმა საბოლოოდ ძირი გამოუთხარა სწორედ რადიკალურ ოპოზიციას, იმიტომ, რომ აბსურდამდე მივდივართ, ისეთ საკითხებზე აკეთებენ აქცენტირებას. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, როდესაც ევროკავშირის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე და სისტემის ინტეგრაციაზეა საუბარი, წელს მივიღეთ ასობით ახალი კანონი და აქედან ოთხი სრულიად ახალი კანონი ჩვენი სამართლებრივი სივრცისთვის, რომლებიც არის ევროკავშირის სამართლის ნაწილი. ვერსად ვერ ნახავთ მათი მხრიდან დადებითი ხმის მიცემას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

big_banner
არქივი