logo_geo
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:38

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედ კოლეგას შეხვდა. ილია დარჩიაშვილისა და ტობიას ბილსტრომის შეხვედრა ქალაქ სკოპიეში, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა," - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველო-შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შვედეთის სამეფოს განიხილავს როგორც მეგობარსა და სანდო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის შვედეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

 

 

ასევე, მინისტრები მიესალმნენ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და განიხილეს ამ კუთხით გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ტობიას ბილსტრომს ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა შვედეთის მნიშვნელოვან წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორდიკულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების შესახებაც.

 

 

ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

big_banner
არქივი