logo_geo
ილია დარჩიაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან შეხვედრა გამართა
- +

1 დეკემბერი. 2023. 00:42

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან, მატეო მეკაჩისთან," - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციასთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, სახელმწიფო ინსტიტუტების, საარჩევნო ადმინისტრირებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

 

 

მინისტრმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე, ისევე, როგორც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოცემული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე. საუბრისას აღინიშნა ODIHR-ის ჩართულობის მნიშვნელობა მთელი რიგი რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის.

 

 

ყურადღება გამახვილდა ODIHR-ის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2024 წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.

big_banner
არქივი