logo_geo
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს მინისტერიალებში მონაწილეობაზე: სწორედ რუსეთს უნდა ესმოდეს ის პოზიციები, რა პოზიციებსაც აჟღერებს საქართველო
- +

1 დეკემბერი. 2023. 10:45

 

 

რუსეთს უნდა ესმოდეს ის პოზიციები, რა პოზიციებსაც აჟღერებს საქართველო და რა პოზიციებზეც დგას საქართველო“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

 

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და მინისტრები, ეუთოს მინისტერიალებში ყოველთვის მონაწილეობენ. მონაწილეობდნენ 2008 წელს, 2009 წელს, 2010 წელს და ა.შ. აქედან გამომდინარე, ახლა ამაზე საუბარი, უნდა მიეღო თუ არა წელს საქართველოს მონაწილეობა, აბსოლუტურად არარელევანტურია, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ რუსეთს უნდა ესმოდეს ის პოზიციები, რა პოზიციებსაც აჟღერებს საქართველო და რა პოზიციებზეც დგას საქართველო" - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს ორდღიანი მინისტერიალი იმართება. სხდომაში საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობს.

 

 

big_banner
არქივი