logo_geo
გიორგი გამსახურდია შარლ მიშელის პოსტზე: ამ ჯერზე რას იტყვის გაქნილი მევახშე, რუსეთუმე ხელისუფლებას ეუბნება ამ სიტყვებს შარლ მიშელი თუ, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის? „ნაცმოძრაობა“ რა ნარატივს გამოაცხობს ამ ჯერზე?
- +

1 დეკემბერი. 2023. 19:50

პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებლ პოსტს ეხმიანება, სადაც შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ წერს.

 

 

„ამ ჯერზე რას იტყვის გაქნილი მევახშე, რუსეთუმე ხელისუფლებას ეუბნება ამ სიტყვებს შარლ მიშელი თუ, ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის? ან რუსეთზე ქვეყნის ჩამბარებელი (ტერიტორიულად და ეკონომიკურად) „ნაცმოძრაობა“ რა ნარატივს გამოაცხობს ამ ჯერზე? ფაქტი ერთია და კვლავ ვიმეორებ, ყველა სახის ევროპული სიკეთე, რაც მიიღო ევროკავშირიდან ჩვენმა ქვეყანამ, არის ბიძინა ივანიშვილის, პმ ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის დამსახურება. ამ რეალობას ვერავინ გაექცევა, რაც არ უნდა ფუთოს დეზინფორმაციულად ოპოზიციურმა ტელევიზიებმა ეს ფაქტი სიმართლე არის ეს. ოპოზიცია კიდევ ვიმეორებ, მთელი ამ პროცესის მანძილზე, მავნებლობით იყვნენ დაკავებულები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - წერს გიორგი გამსახურდია.

big_banner
არქივი