logo_geo
ლაშა დარსალია ეუთოს მინისტერიალზე: მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია
- +

1 დეკემბერი. 2023. 21:09

"მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და, ზოგადად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ეუთოს 30-ე მინისტერიალზე მიღებულ განცხადების კომენტირებისას.

 

 

მისი თქმით, ეუთო მნიშვნელოვანი ფორმატია, რომლის ფარგლებშიც პარტნიორი ქვეყნები მკაფიოდ გამოხატავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

 

 

პრაქტიკულად ყველა დელეგაციამ, ყველა პარტნიორმა ქვეყანამ ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და საქართველოსთან მიმართებაში ოკუპაციის დასრულებას და მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ.

 

 

მეგობართა ჯგუფის ქვეყნების განცხადებაში მკაფიოდ არის ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუღებლობა, არის მოწოდება რუსეთისადმი, რომ მოხდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და, ზოგადად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერაა გამოხატული. აღნიშნულ განცხადებაში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ყველა ის დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ცალსახად, პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე, როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ეს არის მნიშვნელოვანი განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში და გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ასეთი განცხადებებით, ასეთი რეზოლუციებით, ასეთი მიდგომებით ყალიბდება პირველი ნაბიჯები დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, - განაცხადა დარსალიამ.

 

 

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთოს 30-ე მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ეუთოში მკაფიო განცხადება გააკეთა. 18 სახელმწიფო, მათ შორის აშშ და დიდი ბრიტანეთი, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და საქართველოს მხარდასაჭერად გაერთიანდა. განცხადებაში საუბარია თამაზ გინტურის მკვლელობასა და ოკუპაციის უმძიმეს შედეგებზე.

big_banner
არქივი