logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ჩვენს როლს სერიოზულად აღვიქვამთ - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 500 მლნ დოლარი იყო გამოყოფილი კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის ზომებისთვის
- +

2 დეკემბერი. 2023. 14:22

"კლიმატის მზარდი, ხილვად ცვლილება, რომელსაც აქვს გამანადგურებელი ზეგავლენა როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზე, მოითხოვს დაჩქარებულ რეაგირებას კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიო ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს ამ სამიტის მასპინძლობისთვის.

 

 

„კლიმატის მზარდი, ხილვად ცვლილება, რომელსაც აქვს გამანადგურებელი ზეგავლენა როგორც ადამიანებზე, ასევე გარემოზე, მოითხოვს დაჩქარებულ პროგრესს კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით. გლობალური ემისიის შემცირება 2030 წლისთვის - შენარჩუნება მაჩვენებელზე 1,5 გრადუსი ცელსიუსით, შესაბამისობაშია პარიზის ხელშეკრულებასთან. 100 მლრდ დოლარის ფინანსირების დაპირება ასევე უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ ჩვენს როლს სერიოზულად აღვიქვამთ საქართველოში და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. 500 მლნ დოლარი იყო გამოყოფილი კლიმატის შერბილებისა და ადაპტაციის ზომებისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

big_banner
არქივი