logo_geo
ბექა ოდიშარია კეზერაშვილზე: როდესაც ადამიანი პირდაპირ ხელიდან, კონვერტით კვებავს პარტიულ ორგანოს, ბუნებრივია, მისი მესვეურები მასზე დამოკიდებულები არიან - სადაც დაიბარებენ ინსტრუქციებისთვის, იქ ჩავლენ
- +

2 დეკემბერი. 2023. 15:40

"როდესაც ადამიანი პირდაპირ ხელიდან, კონვერტით კვებავს პარტიულ ორგანოს, ბუნებრივია, მისი მესვეურები დამოკიდებულები არიან და რა თქმა უნდა, სადაც დაიბარებენ ინსტრუქციებისთვის, იქ ჩავლენ," - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

 

მან კომენტარი გააკეთა „ქრონიკის“ ინფორმაციაზე, რომ გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან.

 

 

როდესაც ადამიანი პირდაპირ ხელიდან, კონვერტით კვებავს პარტიულ ორგანოს, ბუნებრივია, მისი მესვეურები დამოკიდებულები არიან და რა თქმა უნდა, სადაც დაიბარებენ ინსტრუქციებისთვის, იქ ჩავლენ. მიიღებენ ახალ ინსტრუქციებს, როგორ მოიქცნენ.

 

 

ხაბეიშვილი ისე მოიქცა, რომ მთელი პარტია აჯანყდა და ახლა უნდათ, რომ მაინ რიდის „უთავო მხედარივით“ იყვნენ, რომ საერთოდ პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავდეს?! ისე შეაძულა თავი არა მხოლოდ ქართველ ხალხს, არამედ თავის საკუთარ პარტიასაც. აი, ასეთი პარტიაა და როგორც იმართებიან, რა ინსტრუქციებსაც იღებენ, ის ემართებათ. ყველაფერი კანონზომიერია, რაც მათ თავს ხდება“, - აღნიშნა ოდიშარიამ.

 

 

„ქრონიკის“ ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე, პეტრე ცისკარიშვილი და გიორგი ჩალაძე ლონდონში დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან. რა მიზნით დაიბარა და რა დავალებებს მიიღებენ ისინი არაფორმალური მმართველისგან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე არაულობის ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე კეზერაშვილი აქტიურდება.

big_banner
არქივი