logo_geo
ბექა ოდიშარია ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებაზე: ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი და რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. ვინც გაერთიანებული ვართ პროცესიც ევროპულად მიდის „ქართულ ოცნებაში“
- +

2 დეკემბერი. 2023. 16:36

"სასაცილოა. როგორც ზეთი და წყალი არ აირევა არასდროს ერთმანეთში, ისე თუ არ დაავალეს გარედან, თუ წნეხი არ შეიქმნა მათ თავს, ხაზარაძე და გახარია ერთად ვერასდროს მოძოვენ პოლიტიკურ ველზე იმიტომ, რომ დეკლარირებულად სძულს ამ ორ პარტიას ერთმანეთი, წარსული გამოცდილება აქვთ მტრული," - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციური პარტიების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

 

ბექა ოდიშარიას შეფასებით, ვინც არ უნდა გაერთიანდეს „ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არაფერი გამოვა.

 

 

„თუ უბრალოდ უნდათ, რომ ვიღაცასთან გაერთიანდნენ ერთ კაციანი პარტიების მეტი რა არის საქართველოში. მგონი 220 პარტიაა რეგისტრირებული და შეუძლიათ თითო თითო ყველა პარტიიდან წაიყვანონ ადამიანი. ერთსაც და მეორესაც ფული საკმაოდ აქვს და დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან ასეთ პარტიებში თითო ადამიანი მაინც, რომელიც დიდი სიამოვნებით წურბელასავით მიეწებება ამ უზარმაზარ შესაძლებლობას და ფულის ტომარას. დანარჩენ შემთხვევაში გაერთიანება უნდა მოხდეს იდეოლოგიური. რაღაცისადმი უნდა იყოთ ერთად მიდრეკილი და ადამიანებს აქვთ თავიანთი მიზნები, ყველას აქვს ძალაუფლების მოხვეჭის სურვილი, სხვა არაფრის სურვილი აქვთ და რის გარშემო უნდა გაერთიანდნენ. გაერთიანდებიან, დაიშლებიან. საქართველო ვერ მოიგებს ამით. ამიტომ, ვინც გაერთიანებული ვართ პროცესიც ევროპულად მიდის „ქართულ ოცნებაში“. აკვირდებით ხომ როგორ ვითარდება, ჩვენთან თავმჯდომარე თუ წავა, მეორეს ვირჩევთ დემოკრატიულად. როცა ხედავს საზოგადოება, რომ მშვიდი, წყნარი, მართლაც დემოკრატიული ორგანიზმია „ქართული ოცნება“, ვინც არ უნდა გაერთიანდეს ჩვენს წინააღმდეგ ჩვენს ჯინაზე, არაფერი გამოვა, ის დრო დამთავრდა. ძალიან გაიზარდა ქართველი ამომრჩეველი და პრაგმატულ სარგებელს ეძებს, რაც არის ეკონომიკური ზრდა და მშვიდობა პირველ რიგში. აბა ამათი მიშვება იქნება? მოსიარულე ასანთები არიან და როგორც ასანთის და აალებადი ნივთიერების გაკარება არ შეიძლება, ისე ამათი გაკარება არ შეიძლება ძალაუფლებასთან“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

big_banner
არქივი