logo_geo
დავით მათიკაშვილი: ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებულ პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ რომ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ, არამედ ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს
- +

2 დეკემბერი. 2023. 21:06

 

 

ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებულ პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ რომ ერთ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ და ორი-სამი მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლონ, არამედ იდეოლოგიურად შეძლონ და ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ რომ ხელოვნური გაერთიანებების წინააღმდეგი ვართ, ეს იმითაც ჩანს, რომ ბლოკების საკითხი აიკრძალა და მხოლოდ გაერთიანება კონკრეტული არჩევნებისთვის აღარ გახდა დაშვებული კანონიდან გამომდინარე. ჩვენ საქართველოში ვავითარებთ პარტიულ დემოკრატიას.

 

ერთი იდეოლოგიის ქვეშ არსებული პოლიტიკური ძალებს აქვთ შანსი ერთ პარტიად ჩამოყალიბდნენ, ოღონდ არა იმიტომ რომ ერთ არჩევნებში გვერდიგვერდ დასხდნენ და ორი-სამი მანდატის მოპოვებისთვის იბრძოლონ და ფაქტობრივად ელექტორატი მოატყუონ - არა, იდეოლოგიურად შეძლონ და ჩამოყალიბდნენ ისეთ სტრუქტურულ ერთეულად, რომელიც დროს გაუძლებს და თუ ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ, ის მაინც შეძლონ ოპოზიციის ადგილი დაიკავონ პარლამენტში.

 

საპარლამენტო სივრცე არა მხოლოდ დემაგოგიური განცხადებებისთვისაა, არამედ იმისთვის, რომ მოემზადონ და ამ გაერთიანებაზე იფიქრონ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შეძლონ კონკურენციის გაწევა. ძალიან გაუჭირდება რომელიმე პოლიტიკურ ძალას „ქართული ოცნებისთვის“ კონკურენციის გაწევა მაგრამ ის, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა უდგათ, ეს ფაქტია“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი