logo_geo
პაველ ჰერჩინსკი: მიხარია, რომ მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში
- +

3 დეკემბერი. 2023. 11:30

 

 

საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით, ცხრა პრიორიტეტის შესასრულებლად, საჭიროა ხელისუფლების და ოპოზიციის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ელჩს იმედი აქვს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საჭირო რეფორმების განხორციელებაში ყველა მხარე თანაბრად ჩაერთვება.

 

„14-15 დეკემბერს ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან ბრიუსელში და გადაწყვეტენ ევროკავშირის გაფართოების გეგმას. საუბარია ათ ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოზეც. ეს ჩემთვისაც ძალიან ემოციური მომენტია. ევროკომისიამ უკვე მისცა პოზიტიური რეკომენდაცია ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ ევროკავშირის 27 ქვეყანა პოზიტიურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, ბოლო დღეებში ბევრი ინიციატივა იყო. იცით რომ წინსვლისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმებია აუცილებელია, ამ ეტაპზეც და შემდგომ ეტაპზეც. მიხარია, რომ საქართველოს მთავრობამ სწრაფად იმოქმედა და 9 პრიორიტეტზე სამოქმედო გეგმა გადაიგზავნა ბრიუსელში. ჩვენ გვინდა ყველამ ერთად იმუშაოს იმისთვის, რომ ეს 9 პრიორიტეტი შესრულდეს და კონსტრუქციული თანამშრომლობა იყოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ პროცესში“, - განაცხადა ელჩმა.

 

 

big_banner
არქივი