logo_geo
ლაშა ბასლანძე: იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა - უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს, ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს
- +

4 დეკემბერი. 2023. 00:56

 

 

აუცილებლად მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს მოლოდინი თავიდანვე მქონდა - ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვეკუთვნოდა თავიდანვე. 15-ში სტატუსს მივიღებთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - ამის შესახებ პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„ჩემთვის ეს თავიდანვე ნათელი იყო და თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ყველაზე მაგარი, აქ რაც მოხდა, ისაა, რომ იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა. უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს. ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს. გაირკვა, რომ ამ ბავშვებს ატყუებდნენ“, - აღნიშნა ბასლანძემ.

 

 

big_banner
არქივი