logo_geo
შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნაზე, კორუფციაზე
- +

5 დეკემბერი. 2023. 20:34

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

 

 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პარტია, რომელიც 20 წელი საქართველოს უქმნიდა პრობლემებს, ახლა საკუთარ თავს უქმნის პრობლემებს.

 

 

აქამდე, 20 წელი პრობლემას უქმნიდნენ [„ნაციონალური მოძრაობა“] საქართველოს და ახლა თავად შეუქმნეს საკუთარ თავს პრობლემა. ძალიან კარგია საბოლოო ჯამში, ეს პოლიტიკური დასასრულია. როდესაც შენს სამშობლოს ებრძვი, ბოლოს ასე დაამთავრებ. რაც უფრო მეტად დაიშლება და დაქუცმაცდება ეს [„ნაციონალური მოძრაობა“] ორგანიზაცია, მით უფრო კარგია, რადგან შეუძლებელია საქართველოში პოლიტიკური გასაქანი ჰქონდეს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე, წამების სისტემის შექმნაზე, კორუფციაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის წევრები ტოვებენ. ზუგდიდში პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ 17-მა წევრმა გააკეთა, მათგან 14 ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

big_banner
არქივი