logo_geo
გიორგი ვოლსკი: რასაკვირველია, უნგრეთის მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი
- +

5 დეკემბერი. 2023. 21:20

"დღეს ვართ უნგრეთში, ქვეყანაში, რომელიც არის საქართველოს მეგობარი. პარტიულ სტრუქტურებთანაც გვექნება შეხვედრა," - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

 

„თანამშრომლობის თემა, რასაკვირველია, აქტუალურია. სულ მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე. რასაკვირველია, აქ უნგრეთი, მისი მეგობრობა, მისი მყარი პოზიცია საქართველოს მხარდასაჭერად არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის წევრებთან ერთად, უნგრეთის ვიცე-პრემიერის მიწვევით ბუდაპეშტშია. ვიცე-პრემიერის გარდა, დაგეგმილია შეხვედრები ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

big_banner
არქივი