logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას
- +

6 დეკემბერი. 2023. 00:09

"მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას," – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

 

„ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

big_banner
არქივი