logo_geo
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი
- +

6 დეკემბერი. 2023. 10:18

 

 

დღეს, ჩვენ შევხვდებით NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ვისთანაც საუბარი გვექნება NATO-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ საქართველო NATO-სგან პრაქტიკულ ნაბიჯებს ელოდება წევრობის გზაზე, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ბრიუსელში იმყოფება.

 

„ყველას ვეუბნებით, რომ ჩვენგან მზადყოფნა NATO-ს წევრობაზე არის, რაც ჩვენი კონსტიტუციური ამოცანაცაა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მკაფიო წინადადებებს, მკაფიო გზასა და მარშრუტს იმისა, თუ როგორ შეიძლება, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი“, -აღნიშნა სამხარაძემ.

 

 

big_banner
არქივი