logo_geo
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის დღის წესრიგით
- +

6 დეკემბერი. 2023. 17:16

 

 

„სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი იმ ნაბიჯს გადადგამს, რაც მეტად დააზიანებს საქართველოს.

 

„ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ის განზრახ გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მისი ნაბიჯები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მათ შორის უსაფრთხოების ინტერესებისთვის და ამიტომ რამის გამორიცხვა შეუძლებელია. ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ და უკვე აშკარად მოქმედებს ოპოზიციის დღის წესრიგით. რამის გამორიცხვა ძნელი იქნება. რაც უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს, საბოლოო ჯამში, იმ ნაბიჯს გადადგამს სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი