logo_geo
გიორგი ვოლსკი: უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში, მათი მხარდაჭერა აქაც გარანტირებულია
- +

6 დეკემბერი. 2023. 20:28

"უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში, მათი მხარდაჭერა აქაც გარანტირებულია," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას განუცხადა.

 

 

მისი თქმით, უნგრეთის მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი ურთიერთმხარდაჭერა იყო.

 

 

„მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ურთიერთმხარდაჭერა. რასაკვირველია, ევროკავშირის თემა საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უნგრეთს საკმაოდ მძლავრი პოზიციები აქვს ევროპარლამენტის ფორმატში და აქაც მათი მხარდაჭერა გარანტირებულია“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

მისივე თქმით, უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე განხილული იყო პარტიულ სტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

„სტრუქტურაზე იყო საუბარი, მართვის სისტემაზე, პარტიული მუშაობისა და პარტიული მშენებლობის გამოცდილებაზე. საკმაოდ საინტერესო გამოცდილება აქვთ, მართვის ევროპული სტანდარტია, რომელიც, რა საკვირველია, რაღაც საკითხებში გასაზიარებელია, თუმცა ჩვენი პოზიციებიც, პარტიული მშენებლობის პარტიული მუშაობის ხედვები მათთვისაც იყო საინტერესო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

big_banner
არქივი